GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სპეციალისტი ექთანი - უსაფრთხო პრაქტიკის ორგანიზება და მართვა (კურსი ლიდერი ექთნებისთვის)

50 სთ

დასახელება:ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სპეციალისტი ექთანი -  უსაფრთხო პრაქტიკის  ორგანიზება და მართვა (კურსი ლიდერი ექთნებისთვის)
პროგრამის ტიპი:არჩევითი
ხელმძღვანელი:ია გელენიძე
სწავლების ენა:ქართული ენა
პროგრამის მოცულობა:2 კრედიტი (50 სთ)
კლინიკური პრაქტიკა:10 სთ (2 სამუშაო დღე) კლინიკური ბაზა - რეგიონალური ოფისების შესაბამისად
დაშვების წინაპირობა:პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი და პრაქტიკოს ან უფროს   ექთნად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება
პროგრამის ღირებულება:600 ლარი
გადახდის წესი:რეგისტრაციის სტატუსის (წევრი ან არაწევრის სტატუსი) და  პირობების დადასტურების შემდეგ, ღირებულების  შესაბამისად, უნაღდო ანგარიშწორების წესით.

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები;
  • გუნდური მუშაობა;
  • დისკუსიები;
  • დებატები;
  • მონაცემების ტექსტობრივი დამუშავება და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • როლური თამაშები;
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • შემთხვევების შესწავლა და ანალიზი (case study);
  • კლნიკური პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

პროგრამის მიზანი:

საექთნო საქმის მართვისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ– ჩვევები, რის საფუძველზეც  წარმატებით შეძლებს საექთნო პროცესის მართვას ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებში, საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებების, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.

 

კურსის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საფუძვლები,  სტანდარტული უსაფრთხოების ზომების  დანერგვა;
  • დაავადების გადაცემის ციკლის რღვევაში სტანდარტული უსაფრთხოების ზომების გამოყენების როლის  სწავლება;
  • საექთნო ჩარევების დროს ხელის მოვლის ჰიგიენის პროტოკოლების დანერგვა;
  • სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენების მნიშვნელობის სწავლება;
  • იარაღებისა და აღჭურვილობების დეკონტამინაცია, დეზინფექცია-სტერილიზაცია;
  • აღჭურვილობის დაჯგუფებები (კრიტიკული, ნახევრად კრტიკული და არა კრიტიკული);
  • დეზინფექცია-სტერილიზაცია, არსებული წესების შესაბამისად;
  • დეზინფექცია-სტერილიზაციის დროს საჭირო დოკუმენტაციის წარმოების წესის ადაპტირება და განხორციელების ორგანიზება/მართვა  
  • საექთნო პროცედურების და მანიპულაციების განხორციელება ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის წესების დაცვით;
  • ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ორგანიზმის სისტემების მიხედვით;
  • სისხლძარღვშიდა აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფექციების პრევენცია;
  • კათეტერთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციების პრევენცია;
  • სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული პნევმონიის და ვენტილატორთან ასოცირებული პნევმონიის პრევენციის ღონისძიებები;
  • სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია კატეგორიების მიხედვით;
  • სამედიცინო თეთრეულის მართვის პრინციპები;
  • სამედიცინო დაწესებულების დასუფავება  
  • ანტისეპტიკის მეთოდების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში;
  • ბასრი საგნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა პროცედურების დროს;
  • ექსოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის პრინციპები;
  • დაავადების მიხედვით პაციენტთა სწორი იზოლაციის ღონისძიებების წესები და მნიშვნელობა;
  • პაციენტთა იზოლაციის უზრუნველყოფა კოჰორტიზაციას ჰაერით, წვეთოვნად და კონტაქტის გზით გადამცემი დაავადებების შემთხვევაში;
  • გადაცემის გზებზე დაფუძნებული დაავადებების შესაბამისად პერსონალური და ემპირიული დაცვის ღონისძიებები;
  • სამედიცინო დაწესებულებაში პერსონალისა და პაციენტების მოძრაობის ნაკადები.

 

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:

  • კლინიკაში დეზინფექცია–სტერილიზაციის  პროცესების ორგანიზებისა და მართვის უნარი;
  • ხელის ჰიგიენის პროტოკოლების დანერგვის, მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზის კონტროლის უნარი;
  • აუდიტის პროცესის  სწორად წარმოების უნარი;
  • იარაღებისა და აღჭურვილობების დეკონტამინაციის, დეზინფექციის უნარების სწავლების, შეფასების  და შესრულების კონტროლის უნარი;
  • უსაფრთხო ინექციის წარმოების პრატქიკის დანერგვის უნარი;
  •  საიზოლაციო შემზღუდველი ღონისძიებების გატარების  და კონტროლის უნარი;
  • კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების თანახმად პროფესიული საქმიანობის წარმოების უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;  
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციებში დროული და ადექვატური ქმედების უნარი;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
  • დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდში კოორდინირების უნარი;
  • ხარისხის ინდიკატორების მიხედვით პრაქტიკის არსრულების KPI დანერგვისა და ანგარიშგების უნარი.

 

 

შეფასების მეთოდები:

პრაქტიკული დავალება დაკვირვებით  წერითი მეთოდი - ღია ან/და დახურული ტესტი  წერილობითი მტკიცებულება:

 ა) წერილობითი:   მსმენელის მიერ წერილობით შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ადასტურებს ცოდნას, უნარს ან/და კომპეტენციას;  

ბ) ელექტრონულად ჩატარებული გამოკითხვა: ელექტრონულად შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ადასტურებს ცოდნას, უნარს ან/და კომპეტენციას.  

პროექტის წარდგენა: პრეზენტაცია  

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი ( ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 


პროგრამაზე რეგისტრაცია
პროგრამის ღირებულება: 600.00 ლარი

თუ ხართ ორგანიზაციის წევრი, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია და პროგრამაზე დარეგისტრირებისას ისარგებლოთ 30% -იანი ფასდაკლებით: პროგრამის ფასდაკლებული ღირებულება: 420 ლარი

შესვლა

პროგრამაზე რეგისტრაცია, როგორც არაწევრი, ფასდაკლების გარეშე

პროგრამის ღირებულება: 600.00 ლარი
ყიდვა