ჯანდაცვის მენეჯმენტი - კლინიკის ხელმძღვანელი ექთანი
150 სთ
ხელმძღვანელი: ია გელენიძე
სწავლების ენა:
ქართული
პროგრამის მოცულობა:
150 საათი- 6 კრედიტი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი
პროგრამის ღირებულება:
1500 ლარი (პირველადი რეგისტრაციის თანხა 50% დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს კურსის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე)
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
ლექცია-სემინარები
ახსნა-განმარტებითი მეთოდი
გუნდური მუშაობა
ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
ვიზუალური ლექციები
დემონსტირების მეთოდი
დისკუსიები
დებატები
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
თემების დაწერა
პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
როლური თამაში
საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
სიტუაციური ამოცანები
შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
პროგრამის მიზანი:
ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა) ხელმძღვანელი ექთნების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მისი მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის განხორციელებას. შეძლებს ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ეფექტურ კომუნიკაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე მენეჯერი ექთნების მომზადებით. ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს.