GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

საექთნო ფარმაკოლოგია და მედიკამენტების კალკულაცია

12 სთ

დასახელება:საექთნო ფარმაკოლოგია და მედიკამენტების კალკულაცია
პროგრამის ტიპი:არჩევითი
ხელმძღვანელი:ია გელენიძე
სწავლების ენა:ქართული ენა
პროგრამის მოცულობა:12 კრედიტი (12 სთ)
დაშვების წინაპირობა:პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი
პროგრამის ღირებულება:300 ლარი
გადახდის წესი:რეგისტრაციის სტატუსის (წევრი ან არაწევრის სტატუსი) და  პირობების დადასტურების შემდეგ, ღირებულების  შესაბამისად უნაღდო ანგარიშწორების წესით.

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები;

  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;

  • ვიზუალური ლექციები;
  • დისკუსიები;
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • სიტუაციური ამოცანები.

 

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დიაგნოზის  პაციენტების საექთნო მართვის ეტაპზე მედიკამენტოზურ თერაპიას საექთნო პროცესის ფარგლებში. 

ფარმაკოლოგიის ბაზისური პრინციპების - მედიკამენტის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ლეგალური პრინციპების დაცვა.

  • მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა საექთნო ინტერვენციების კატეგორიების განსაზღვრა - დამოუკიდებელი, დამოკიდებული და ურთიერთ დამოკიდებული;
  • მედიკამენტების დოზირების პრინციპები და კალკულაცია - გამოყენების 5 სტანდარტი;
  • საექთნო შეცდომების იდენტიფიცირება და კრიტიკული შედეგების კომუნიკაცია და საექთნო მართვა.

 

სწავლის შედეგი:

  • წამლის გვერდითი ეფექტის იდენტიფიცირება და საექთნო მართვა;
  • მედიკამენტების დოზირება და კალკულაცია - საექთნო პროცესის მართვა;
  • მედიკამენტების ადმინისტრირების წესი და საექთნო ინტერვენციები;
  • მედიკამენტების გვერდითი ეფექტები და საექთნო ინტერვენციების მართვა.

 

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები:

  • საექთნო პროცედურები მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფისათვის;

  • საიზოლაციო შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უნარი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეგულაციების შესაბამისად;
  • საექთნო პროცედურებისათვის საჭირო რესურსების მობილიზების უნარი;
  • საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
  • მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფის უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);
  • მედიკამენტების დოზირების განსაზღვრისა და კალკულაციის უნარი;
  • მედიკამენტოზური თერაპიის დროს გართულებების საექთნო მართვის უნარი.

 

 


პროგრამაზე რეგისტრაცია
პროგრამის ღირებულება: 300.00 ლარი

თუ ხართ ორგანიზაციის წევრი, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია და პროგრამაზე დარეგისტრირებისას ისარგებლოთ 30% -იანი ფასდაკლებით: პროგრამის ფასდაკლებული ღირებულება: 210 ლარი

შესვლა

პროგრამაზე რეგისტრაცია, როგორც არაწევრი, ფასდაკლების გარეშე

პროგრამის ღირებულება: 300.00 ლარი
ყიდვა