პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი და მინიმუმ ექთნად ან თანაშემწედ მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება
პროგრამისღირებულება: 200 ლარი
რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე.
სწავლისშედეგებისმიღწევისმეთოდები/ აქტივობები:
ლექცია-სემინარები
გუნდური მუშაობა
ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
ვიზუალური ლექციები
დისკუსიები
დებატები
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
როლური თამაში
საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
სიტუაციური ამოცანები
შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანს წარმოადგენს ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებებში ახალშობილის პირველად შეფასებას. პროგრამის დასრულების შემდეგ ექთანს ექნება ცოდნა: ოქსიგენოთერაპიის მეთოდების, ინტუბაციის, სასუნთქი გზების სანაციის, ცენტრალური ვენის, ჭიპის ვენის, პერიფერიული ვენის, შარდის ბუშტის კათეტერიზაციის შესახებ. პროგრამის მიზანია ახალშობილთა რეანიმაციისათვის ექთნის მომზადება, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს განყოფილებებისათვის საჭირო საექთნო პროცედურებსა და მანიპულაციებს სპეციფიკის მიხედვით.
სწავლის შედეგი:
კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:
ახალშობილთა პირველადი შეფასება ABCD აბრევიატურა;
ინტუბაცია (ექიმის ასისტირება);
სასუნთქი გზების სანაცია (ღია წესი);
ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია;
ჭიპის ვენის კათეტერიზაცია;
პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;
შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
ინფექციის პრევენცია PPE (პერსონალური დაცვის აღჭურვილობა) გამოყენების წესი;
პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევები
ახალშობილის გამშრალება, ტაქტიკური სტიმულაცია, სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, ზემო სასუნთქი გზების სანაცია, დადებითი წნევით ვენტილაცია ამბუს ტომრის გამოყენებით, ენდოტრაქეალური ინტუბაცია, გულის არაპირდაპირი მასაჟი, ჭიპლარისა და პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის ტექნიკა;
პოსტრეანიმაციული მოვლის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
ინფუზური თერაპიის გათვლა;
მედიკამენტების დოზირება, გამოთვლის გზები;
სისხლის პროდუქტების გამოყენება, ჩვენებები;
საექთნო პროტოკოლებითა და გაიდლაინებით მუშაობის უნარი;
მონაცემთა კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი (ექთნის ჩარევების კატეგორიების მიხედვით);
ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
სამუშაო პროცესის კოორდინირების (გუნდში მუშაობის) უნარი;
სამუშაო პროცესის კონტროლის უნარი;
კრიზისულ სიტუაციაში დროული და ადექვატური ქმედების უნარი (გადაუდებელი დახმარების დროს);
პრეოპერაციული, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული საექთნო პროცესის მართვის უნარი;
პრეოპერაციულად, ინტრაოპერაციულად და პოსტოპერაციულად ანასთეზიის დროს განვითარებული გართულებების(გადაუდებელი ღონისძიებები) საექთნო მართვის უნარი;