GEO ENG RU
  • GEO
  • ENG
  • RU

ლიდერობა და მენეჯმენტი საექთნო საქმეში

50 სთ

დასახელება:ლიდერობა და მენეჯმენტი საექთნო საქმეში
პროგრამის ტიპი:არჩევითი
ხელმძღვანელი:ია გელენიძე
სწავლების ენა:ქართული ენა
პროგრამის მოცულობა:50 კრედიტი (50 სთ)
კლინიკური პრაქტიკა:10 სთ (2 სამუშაო დღე) კლინიკური ბაზა - რეგიონალური ოფისების შესაბამისად
დაშვების წინაპირობა:პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის დიპლომი
პროგრამის ღირებულება:800 ლარი
გადახდის წესი:რეგისტრაციის სტატუსის (წევრი ან არაწევრის სტატუსი) და  პირობების დადასტურების შემდეგ, ღირებულების  შესაბამისად, უნაღდო ანგარიშწორების წესით.

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები;
  • გუნდური მუშაობა;
  • დისკუსიები;
  • დებატები;
  • მონაცემების ტექსტობრივი დამუშავება და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • როლური თამაშები;
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • შემთხვევების შესწავლა და ანალიზი (case study).

 

პროგრამის მიზანი:

ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის ხელმძღვანელი/ლიდერი ექთნების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მისი მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის გამუჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის განხორციელებას.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მენეჯერი ექთნების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებისათვის შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციული რესურსებით  ეფექტურ უზრუნველყოფასა და მართვას; სამედიცინო სერვისების მიწოდების უსაფრთხოებასა და ხარისხს, უსაფრთხო საექთნო პრაქტიკის დანერგვის  გზით;  

 

კურსის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • კომუნიკაციის ეფექტური მეთოდების და პროფესიული ეთიკის სტანდარტების  დანერგვა;
  • საექთნო რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის/საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ოპერირების არეალში (სამუშაო გარემოში) ადაპტირება და ინოვაციების დანერგვის ინიცირება;
  • ლიდერობა - მენეჯმენტის  საფუძვლები;
  • საექთნო პროფესიული სტანდარტები;
  • მენეჯმენტის სქემა/ორგანიზაციული სტრუქტურა სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საექთნო განათლების სტანდარტები/საექთნო კომპეტენციების შესაბამისად ფუნქციების დელეგირების პროცესი/ფუნქციური სტრუქტურის შემუშავება;
  • მენეჯმენტის პროცესის განსაზღვრება;
  • მენეჯმენტის პროცესის განსაზღვრა სამედიცინო დაწესებულებაში - ჰოსპიტალური მართვის პრინციპები/საექთნო პროცესი;
  • ორგანიზაციული ქცევისა და ადამიანური კაპიტალის  მართვა;
  • ადამიანური კაპიტალის შეფასების ინდიკატორების ადაპტირება, განვითარების გეგმის შემუშავება და დანერგვა;
  • საუკეთესო პრაქტიკის, დარგობრივი გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერის გზების მოკვლევა, ტრანსფორმაციული ლიდერშიპის განვითარების მიზნით;
  • საექთნო განათლების ინსტიტუციის განსაზღვრა;
  • პროფესიული სწავლების თანამედროვე მეთოდები/დარგობრივი განვითარების გეგმის შემუშავება/განხორციელება;
  • მატერიალურ/ტექნიკური  რესურსების მართვის პრინციპები - შრომითი უსაფრთხოების პრაქტიკის  დანერგვა.
  • საექთნო ორგანიზაციული მართვის სტრუქტურის შემუშავება;  
  • საექთნო პრაქტიკის ხარისხის ინდიკატორების დანერგვა;  
  • KPI ინდიკატორების დანერგვის  თანამედროვე მეთოდები და  გაუმჯობესების  გეგმის შემუშავება;
  • სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა/გეგმის შემუშავება;
  • პროექტების შემუშავება და მართვა;
  • საექთნო სერვისების ხარჯთეფექტურობის ინდიკატორების (სტანდარტების) ადაპტირება საექთნო პრაქტიკის ხარისხის ინდიკატორებთან კორელაციაში;  

 

შეფასების მეთოდები:

  • პრაქტიკული დავალება დაკვირვებით;
  • წერითი მეთოდი - ღია ან/და დახურული ტესტი;

 

წერილობითი მტკიცებულება:

ა) წერილობითი: მსმენელის მიერ წერილობით შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ადასტურებს ცოდნას, უნარს ან/და კომპეტენციას;  

ბ) ელექტრონულად ჩატარებული გამოკითხვა: ელექტრონულად შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ადასტურებს ცოდნას, უნარს ან/და კომპეტენციას. პროექტის წარდგენა: პრეზენტაცია.

 

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი ( ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 

 


პროგრამაზე რეგისტრაცია
პროგრამის ღირებულება: 800.00 ლარი

თუ ხართ ორგანიზაციის წევრი, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია და პროგრამაზე დარეგისტრირებისას ისარგებლოთ 30% -იანი ფასდაკლებით: პროგრამის ფასდაკლებული ღირებულება: 560 ლარი

შესვლა

პროგრამაზე რეგისტრაცია, როგორც არაწევრი, ფასდაკლების გარეშე

პროგრამის ღირებულება: 800.00 ლარი
ყიდვა