საქართველოში საექთნო საქმიანობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია. ესაა დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს 2025 წლამდე, რათა მოხდეს საექთნო საქმიანობის უწყვეტი განვითარება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსგავსად.
საექთნო საქმის რეფორმირების სტრატეგია წარმოადგენს საექთნო ადამიანური რესურსის განითარების ხედვას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პრინციპებსა და ფასეულობებს, ასევე, ეროვნული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამის მიზნებსა და ამოცანებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, დოკუმენტი წარმოაჩენს საექთნო რესურსის განვითარებისა და მართვის მიმართულებით გასატარებელი რეფორმისა და სამოქმედო გეგმის ძირითად ასპექტებს.
დოკუმენტში 3 ძირითადი ამოცანაა დასახული. ესენია:
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტრატეგიაში განსაზღვრულია ექთანთა სავალდებულო სერტიფიცირების ეტაპები და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
სტრატეგიაზე სამინისტროსთან ერთად დარგის ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუშაობდნენ. მის განსახორციელებლად 800 000 ლარია განსაზღვრული.
სტრატეგია სრულად იხილეთ აქ.
სტრატეგია უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეშიც