ge en ru
  • ge
  • en
  • ru

ექთანთა გაერთიანებამ ექთანთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

12 მაისი 2019

ექთანთა გაერთიანებამ და წევრმა ასოციაციებმა ექთანთა საერთაშორისო დღე სპეციალური ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიებას წევრი ასოციაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა კლინიკის ლიდერი ექთნები და ლიდერობა-მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულები დაესწრნენ.

სტუმრებს პროფესიული დღე მიულოცა ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ. მან საექთნო პროფესიისა და უწყვეტი პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს ქართველი ექთნები დგანან. ია გელენიძემ იმ როლზეც ისაუბრა, რაც ექთნების საქმიანობის განვითარებაში პროფესიულ კავშირებს აკისრია.

კოლეგებს ექთნების დღე ასევე მიულოცეს კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირმა რაზმაძემ, ქირურგიის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ლაგვილავამ, ნეონატალოგიის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა მხითარიანმა, ბებიაქალების ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატალია ხაჩიძემ, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების ბორდის წევრებმა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე საკუთარი პროექტები წარმოადგინეს საექთნო ლიდერობა-მენეჯმენტის (50 საათი, 2 კრედიტი) კურსდამთავრებულებმა. ღონისძიებაზე კურსის გავლის დამადასტურებელი სპეციალური სერთიფიკატი 17 ლიდერ ექთანს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები