ge en ru
  • ge
  • en
  • ru
ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში, 2024 ექთანთა ძალა მსოფლიოს შესაცვლელად!

პირველად საქართველოში! 2024 წლის 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის, ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მასპინძლობით, ჩატარდება ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი თემაზე - „ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და ხარისხი“.

 

ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი მიეძღვნება საექთნო პროფესიაში არსებულ გამოწვევებს, სფეროს სტანდარტების დანერგვის თანამედროვე მეთოდებს, ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების პროფესიული განვითარების საკითხებს.

 

საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ქართველი ექთნები უმასპინძლებენ, როგორც კოლეგებს, ასევე დარგის ექსპერტებს - ამერიკიდან, ევროპისა და აზიის არაერთი ქვეყნიდან.

 

შემოგვიერთდით, რათა წარმოვაჩინოთ ექთნების ძალა, დავამყაროთ დარგობრივი ურთიერთობები და გავაზიაროთ საექთნო საექსპერტო ცოდნა სხვადასხვა ქვეყნებში!