ge en ru
  • ge
  • en
  • ru
აჭარა
img
კახეთი
img
შიდა ქართლი
img
ქვემო ქართლი
img
იმერეთი
img
სამეგრელო - ზემო სვანეთი
img
მცხეთა-მთიანეთი
img

ლელა ბადიევა - აჭარის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების მთავარი კოორდინატორი

მე როგორც ლიდერი გლობალიზაციამ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოშიც გაამწვავა და გაამძაფრა კონკურენცია სხვადასხვა კომპანიებს შორის, ხოლო ამ კომპანიებისა და დაწესებულებების სამართავად და სახელმძღვანელოდ საჭირო გახდა არა ჩვეულებრივი მენეჯერი, არამედ გლობალურად მოაზროვნე მენეჯერი ანუ ლიდერი. მრავალმხრივ საკამათოა საკითხი ლიდერის ფენომენის შესახებ, კერძოთ, რით უნდა იყოს იგი ლიდერი, თვისებებით თუ რესურსთფლობით, შეიძლება თუ არა ლიდერობის სწავლა და ა.შ. ლიდერის უნარსა და თვისებებზე, დაწესებულებებს შორის წარმოდგენები განსხვავებულია. განსხვავებულია მასზე შეხედულებები მართვის სტრუქტურირების დროსაც. ქართული კულტურის თავსებადობსათან მიმართებაში, საინტერესოა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში ფუნქციონირებადი დაწესებულების ლიდერი, რა თვისებები და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს. როგორც კი ვცდით ლიდერობის განმარტებას, აღმოვაჩენთ, რომ ლიდერობას ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს და მისი იმდენივე განმარტება არსებობს, რამდენ ადამიანსაც უცდია მისი განსაზღვრება. ,,ლიდერობა - ეს არის საქმიანობა, ან შესაძლებლობა უხელმძღვანელო ადამიანთა ჯგუფს ან ორგანიზაციას.“ ,,ლიდერობა - ეს არის პროცესი, როდესაც ინდივიდი ახდენს ზეგავლენას სხვა ადამიანებზე, უჩენს მოტივაციას და მიმართავს მათ საქმიანობას ისე,რომ ხელი შეუწყოს ჯგუფსა თუ ორგანიზაციას მიზნის მიღწევაში.“ ,,ლიდერობა - ეს არის კომუნიკაციური ქცევა, აქტი, რომლის უმთავრესი მიზანია ჯგუფისა და ორგანიზაციული მიზნების თანხვედრა მოახდინოს.“ მიუხედავად მრავალი განმარტებისა, შეიძლება გამოვყოთ კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ლიდერობისთვის: 1. ფიქრობს კრიტიკულად; 2. წყვეტს პრობლემებს; 3. პატივს ცემს ხალხს; 4. კომუნიკაბელურია; 5. სახავს მიზანს; 6. ხედვას უზიარებს სხვებს; 7. ანვითარებს თავის თავს და სხვებს. ვფიქრობ, რომ ლიდერობა ეფექტიანი ხელმძღვანელობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია, როდესაც ლიდერობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ძალაუფლების მქონე, ავტორიტეტი, მაკონტროლებელი, მიმართულების მიმცემი და ა.შ. იგი არის გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული მმართველობითი სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ ლიდერის ზეგავლენა ჯგუფზე უნდა იყოს მუდმივი, ლიდერებს არ მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც ერთჯერად ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე, ასევე, ლიდერის სახელმძღვანელო ზემოქმედება უნდა განხორციელდეს მთელ ჯგუფზე, ლიდერის თავისებურება მისი გავლენის სიფართოვეა. ლიდერის გავლენას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი. ლიდერი უნდა ეყრდნობოდეს არა ძალის პირდაპირ გამოყენებას, არამედ ავტორიტეტს, ან ხელმძღვანელობის მართლზომიერების აღიარებას. ჩემი აზრით, ლიდერობა უპირველესად, იდეის რწმენა და მისი სხვებისთვის გაზიარების უნარია. ნებისმიერ სფეროში, შეუძლებელია, რისკის, ნდობის თუ გამჭვირვალობის გარეშე რამეს მიაღწიო. უნდა ავუხსნათ ადამიანებს, ჯგუფს თუ რატომ ვაკეთებთ ამას თუ იმას, გახსნილი უნდა ვიყოთ ყველაფერი ახლისთვის და გავუზიაროთ სხვებს ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჯგუფის წევრებს, თანამშრომლებს ყოველთვის უნდა მივცეთ მუშაობის შესაძლებლობა, არასოდეს გავუსვათ ხაზი იმას, რომ მათზე მეტი ვიცით და არ ველოდოთ მათგან იმას, რისი გაკეთებაც თავად არ შეგვიძლია. მე, როგორც ლიდერმა, ისეთი გუნდი უნდა შევქმნა, რომ თავად მინდოდეს მისი წევრობა. იმისათვის, რომ ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები შევიძინო, ყოველთვის მზად უნდა ვიყო კოლეგებისგან ინფორმაციის მისაღებად, ასევე, მნიშვნელოვანია, ვიყო ენერგიული და არ მღლიდეს კომუნიკაცია. ლიდერი - ეს ის ადამიანია, ვისაც საინტერესო და ფასეული პროდუქტის შექმნა შეუძლია. ლელა ბადიევა 10.10.2019წ

დალი შავაძე - დარგობრივი განვითარების სამსახურის კოორდინატორი

-

ნანა ქაჩლიშვილი - კახეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო მაქვს პატივი დღეს წარმოგიდგინოთ თავი, როგორც კახეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორმა. ქვეყანაში შექმნილი გლობალური პრობლემის გამო დღეს ისე, როგორ არასდროს გვჭირდება ერთად დგომა, რათა გავუმკლავდეთ COVID-19-ს. ორგანიზაცია ,,ექთანთა გაერთიანება“ დაარსდა 2018 წლის 17 დეკემბერს და უკვე შევუერთდით რეგიონებიც, ეს უკვე დიდი წარმატებაა! ჩვენი ერთად მიღწეული წარმატება! მაგრამ გასაკეთებელი ბევრია; იყო ექთანი და ღირსეულად შეასრულო შენი პროფესიული მოვალეობა ეს დიდი პატივი და დიდი ტვირთია ერთდროულად. ყველაზე მეტ დროს ავადმყოფის სარეცელთან ექთანი ატარებს, ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საექთნო პროფესია გახდეს უფრო პოპულარული და აამაღლოს სამედიცინო დაწესებულებებში საექთნო საქმიანობის ხარისხი. ჩემო მეგობრებო ექთნებო! მოგიწოდებთ გავერთიანდეთ, მოგვმართეთ! ჩვენ ერთად პროფესიული განვითარების ფარგლებში შეგვიძლია გავაუმჯობესოთ: სამუშაო პირობები, შევამუშავოთ შრომითი ანაზღაურების მზარდი სქემა, დატვირთვისა და კარიერული განვითარების შესაბამისად, შევთავაზოთ ინიციატივები, განვსაზღვროთ ძირითადი პრიორიტეტები და მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი უწყვეტი განათლების პროცესი, რადგან მხოლოდ კარგი განათლების პირობებში არის შესაძლებელი, საუკეთესო და უსაფრთხო პრაქტიკის უზრუნველყოფა კლინიკებში, შესაბამისად ჩვენი ექთნების აღიარება და დაფასება; ეს რთულია, ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელი! ერთად ! მთელი საქართველოს ექთნები ყველაფერს შევძლებთ! გისურვებთ წარმატებებს! შემოგვიერთდით, გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ!

ნინა ცხოვრებოვი - შიდა ქართლის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი

-

ირმა რაზმაძე - ქვემო ქართლის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი; ა(ა) იპ ექთანთა გაერთიანების პროფესიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;

-

მაკა ივანაშვილი - იმერეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი

ძვირფასო ექთნებო! ჩემო მეგობრებო, კოლეგებო და თანამებრძოლებო! დიახ თანამებრძოლებო, რადგან ჩვენი საქმე ბრძოლაა: ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ, ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, ბრძოლა პროფესიული განვითარებისთვის, ბრძოლა უკეთესი განათლებისათვის, ბრძოლა აღმავლობისათვის, ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ, უნდა გავერთიანდეთ! ჩვენ დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანი ძალა და ერთმანეთის მხარდაჭერა პროფესიული განვითარების პროცესში - უკეთესი შრომითი პირობებისა და შრომითი ანაზღაურებისათვის! ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თითოეული თქვენთაგანის მოსაზრებები, პრობლემები და ყველა ერთად შევძლებთ გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო! დროა ხმა ამოვიღოთ, გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ! უსაფრთხო შრომითი პირობები, ადექვატური შრომითი ანაზღაურება, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელმისაწვდომობა , მხოლოდ ჩვენი ერთიანი ძალითა და უწყვეტი პროფესიული განვითარებით არის მიღწევადი; მადლობა თქვენ თქვენი თავდაუზოგავი შრომისათვის და თავდადებისთვის! ჩვენ ერთიანი, ძლიერი და ყველაზე პროგრესული გუნდი ვართ და შეგვიძლია შევცვალოთ სისტემა უკეთესობისკენ! სწორედ ჩვენ შევქმენით ექთანთა უწყვეტი გადამზადების პროგრამები მინიმალური წევრობის ტარიფების ფარგლებში, შემოგვიერთდით! მაკა ივანაშვილი იმერეთის რეგიონის ექთანთა გაერთიანების დირექტორი

ნანა დემურია - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი

ძვირფასო კოლეგებო! სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ზოგიერთი პროფესია საერთოდ ქრება - მათ ანაცვლებენ კომპიუტერებით ან მანქანებით. თუმცა, არის ისეთი პროფესიები, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საექთნო საქმე. ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებისათვის ზრუნვა , საექთნო საქმიანობა, ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტია და ვერცერთი ინოვაციური მეთოდი (ქმნილება /რობოტი) ვერ გაუმკლავდება ამ რთულ ამოცანას. ძნელი წარმოსადგენია ჩვენი მედიცინა ექთნების გარეშე. ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესია, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა ყველასათვის მთავარი ფასეულობაა. სწორედ ექთნები ასრულებენ ექიმის ყველა დანიშნულებას, მათი სიტყვა და საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში. ექთნის სპეციალობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და უნარჩვევების ყველაზე მრავალმხრივ განვითარებას. ექთანი უნდა იყოს მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ და მუდმივად ერთვებოდეს პროფესიული განვითარების პროცესში; ცოდნა, მზრუნველობა, ფიზიკური და ემოციური გამძლეობის გამოვლენა თითოეულ პაციენტთან მუშაობის პროცესში დიდ ძალისხმევასა და ცოდნას მოითხოვს, ამიტომ მოგიწოდებთ ისწავლოთ, იშრომოთ და არ დაკარგოთ დრო. ვისურვებდი ,რომ ყველა სიკეთე, რომელსაც ყოველდღიურად თითოეული ექთანი სამუშაო პროცესის დროს გასცემს , ბრუნდებოდეს საყვარელი ადამიანების ღიმილებით, ბედის მოულოდნელი საჩუქრებით, უამრავი გამოჯანმრთელებული და ბედნიერი პაციენტების სახეებით ეს ხომ უმთავრესია ჩვენს საქმიანობაში - რაც შეიძლება ბევრი ადამიანის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ; გისურვებთ მეტ მოთმინებას! ადექვატური შრომით პირობებსა და პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობას! ჩვენი სამუშაო ადვილი არ არის, მაგრამ ეს ხომ ჩვენი მოწოდება და ჩვენი არჩევანია, ყველაზე ღირსეული არჩევანი - იზრუნო ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე . გისურვებთ ჯანმრთელობას,პროფესიულ წარმატებას, კეთილდღეობას, ოპტიმიზმს, ერთგულებას თქვენი პოფესიის მიმართ, ყველა თქვენი დასახული მიზნების მიღწევას. იმედი მაქვს, რომ ყველანი ვიამაყებთ ჩვენს მიერ ერთად მიღწეული წარმატებებით!

ლია ორკოდაშვილი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი

-