ge en ru
  • ge
  • en
  • ru
მმართველობა

ორგანიზაცია:

 ა(ა)იპ „საქართველოს ექთანთა  გაერთიანება“,  დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, ლიდერი ექთნებით:

  • ჯანდაცვის სპეციალისტები;
  • მოწვეული აკადემიური პერსონალი;
  • დარგის ექსპერტები;
  • პროფესიული  განათლების ექსპერტები;
  • პროფესიული პედაგოგები;
  • პრაქტიკის მენტორები;
  • ექთანი მენეჯერები(აქტიური ჰოსპიტალურ ეტაპზე ლიდერი ექთნები);
  • დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელი/ლიდერი ექთნები;

ორგანიზაციის  ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავს ცენტრალურ და რეგიონალურ ერთეულებს

 

ორგანიზაციული სტრუქტურა/დიზაინი

დირექტორთა საბჭო

  1. ცენტრალური ოფისი:
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი;
  • პროფესიული განვითარების სამსახურის დირექტორი;
  • ორგანიზაციის ადმინისტრაციული  დირექტორი;
  • ორგანიზაციის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის დირექტორი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის სამსახურის ხელმძღვანელი;

2.    რეგიონალურიოფისები - ექთანთა გაერთიანების დირექტორთა საბჭო:

  • აჭარის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • კახეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • შიდა ქართლის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • ქვემო ქართლის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • იმერეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • გურიის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი;
  • სამცხე -ჯავახეთის რეგიონალური ექთანთა გაერთიანების დირექტორი.

 

    ფუნქციური  დაქვემდებარების შესაბამისად სექტორების დარგობრივი კოორდინაცია,

  • პროფესიული უწყვეტი განვითარებისა და განათლების პროგრამების კოორდინატორი;
  • საერთაშორისო ინტეგრაციისა და პროექტების მართვის  კოორდინატორი;
  • ზოგადი პრაქტიკის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
  • ბებიაქალთა გაერთიანების სექტორის კოორდინატორი;
  • ფსიქიატრიის მიმართულების სექტორის კოორდინატორი;
  • პედიატრიის მიმართულების სექტორის კოორდინატორი;
  • პირველადი ჯანდაცვის სექტორის კოორდინატორი;
  • ქირურგიის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
  • კრიტიკული მედიცინის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
  • გადაუდებელი მედიცინის ექთანთა სექტორის კოორდინატორი;
  • ლიდერ ექთანთა სექტორის კოორდინატორი;

 

ორგანიზაციის წესდების საფუძველზე - მუხლი4

  1. ორგანიზაციისხელმძღვანელის/აღმასრულებელი დირექტორის  ფუნქციები:
    1. ორგანიზაციისსრულმმართველობითუფლებამოსილებას, ნებისმიერფიზიკურდაიურიდიულ პირთან ურთიერთობაში, ერთპიროვნულად ახორციელებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც  დამფუძნებელი, დამფუძნებლის  მიერ ნდობა გამოცხადებული პირი; 
    2. ორგანიზაციისხელმძღვანელიარის უვადოდ დანიშნული პირი , რომელიც  ქმნის ორაგნიზაციის ადმინისტრაციულ კაბინეტს  , ცვლადი წევრებისაგან შემდგარ  ორგანოს რომელთა საქმიანობის ვადა არ არის განსაზღვრული და რეგულირდება ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებით და შიდაგანაწესით.
    3. ორგანიზაციისხელმძღვანელის/აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:
  • წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;  
  • კოორდინირებას უწევს ადმინისტრაციული კაბინეტის  საქმიანობას;
  • ერთპიროვნულად წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  • ადმინისტრაციულ კაბინეტთან  განიხილავს   წინადადებას ორგანიზაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების ფორმა ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით  შესაძლოა იყოს  ადგილობრივი პირდაპირი კენჭისყრის წესით , შეხვედრის ფორმატში;
  • ზედამხედველობს ორგანიზაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას; განკარგავს ორგანიზაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;
  • ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
  • ორგანიზაციის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს;
  • ხელს აწერს ორგანიზაციის ყველა ოფიციალურ დოკუმენტს;
  • ამტკიცებს  ორგანიზაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • ასრულებს  წესდებით, მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
  • ქმნის კაბინეტს;
  • ამტკიცებს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;
  • ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს;
  • ირჩევს კაბინეტის  წევრს/ამტკიცებს მის შემადგენლობას;
  • ამტკიცებს ორგანიზაციის შინაგანაწესს, დებულებებს, სახელმძღვანელო ინსტრუქციას;
  • იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირის დაფუძნების საკითხთან დაკავშირებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ისმენს ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების/პროექტების მენეჯერ(ებ)ის, ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის, ორგანიზაციის ფილიალ(ებ)ის ანგარიშ(ებ)ს;
  • წყვეტს ადმინისტრაციული კაბინეტის  წევრის უფლებამოსილების შეჩერებისა ან შეწყვეტის საკითხს;
  • ირჩევს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ კაბინეტს, ისმენს მისი საქმიანობის კვარტალურ/ ყოველწლიურ ანგარიშს;
  • იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის კუთვნილი ლოგოს, ბეჭედისა და სხვა ატრიბუტიკის, მესამე პირისთვის თანასარგებლობაში გადაცემის შესახებ;
  • უფლებამოსილია ორგანიზაციის   ადმინისტრაციული კაბინეტის  გადაწყვეტილება  გააუქმოს , თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზენებსა და ამოცანებს;
  • იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით;
  • ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს;
  • ამტკიცებს  თანამშრომლებთან სამუშაო აღწერილობას, რომელიც გამომდინარეობს საორგანიზაციო საქმიანობიდან;

 

    1. ორგანიზაციისხელმძღვანელიწარმართავსდაგანსაზღვარვსორგანიზაციისსაქმიანობას 

იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საჭიროებისამებრ სვავს კაბინეტის  შეკრებისა და პირდაპირი კენჭისყრის საკითხს;

    1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არ ყოფნის/მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს   კაბინეტის წევრი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით;
    1. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქმნის ადმინისტრაციულ კაბინეტს, და ამტკიცებს ორგანიზაციის სტრუქტურას.
    2. ორგანიზაციის ხელმძღვანელი განსაკუთრებული  საჭიროებების შემთხვევებში სვავს საკითხს ადმინისტრაციული კაბინეტის შეკრების შესახებ, ორგანიზაციის ამოცანების შესრულების საჭიროებებიდან გამომდინარე , კრება იმართება ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კაბინეტის   წევრთა არანაკლებ 2/3  შემადგენლობით, რომლის სხდომებს ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი ან მისი ბრძანების საფუძველზე კაბინეტის წევრი.

 

ორგანიზაციის წესდების საფუძველზე -  მუხლი 5  თანახმად

 
3. კაბინეტი - დირექტორთა სათათბირო ორგანო

 

    1. ორგანიზაციისხელმძღვანელიორგანიზაციისსაქმიანობის, უწყვეტობის, ჩართულობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ქმნის კაბინეტს (გუნდს), რომელიც წარმოადგენს ხელმძღვანელის სათათბირო ორგანოს.

 

    1. კაბინეტსაკომპლექტებსორგანიზაციისხელმძღვანლი/აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციისხელმძღვანელისკაბინეტი (გუნდი) შედგებაორგანიზაციისთანამშრომლებისგან: 1 ცენტრალური ოფისის  დირექტორატი და 2.რეგიონალური ოფისების დირექტორატისაგან, რომელიც უზრუნველყოფს წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, დანერგვასა  და სტრატეგიის წარმართვას;
    1. დირექტორთა კაბინეტი  (ცენტრალური ოფისის დირექტორატი და რეგიონალური ოფისების დირექტორატი)  წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს   ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმას, საბიუჯეტო პარამეტრებსა და მომავალი წლის ბიუჯეტს;
    2. კაბინეტის (გუნდის) მუშაობა, შეკრების პერიოდულობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალებულება განისაზღვრება ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებითა და შიდაგანაწესით.
    3. დირექტორთა კაბინეტი უზრუნველყოფს ოფისების (ცენტრალური და რეგიონალური ) ორგანიზაციულ საქმიანობის ორგანიზებასა და კონტროლს,  დამტკიცებული სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის ფარგლებში.

 

ორგანიზაციის წესდების საფუძველზე -  მუხლი 6 თანახმად  

  1. ორგანიზაციის გაფართოებული საბჭო

4.1 გაფართოებული საბჭო იქმნება:

  • წევრი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი  1 (ერთი) დელეგატი;
  • რეგიონალური ოფისების მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი დარგის სპეციალისტებისაგან (1 დარგის სპეციალისტი ერთი რეგიონიდან)
  • ორგანიზაციის კაბინეტის წევრებისაგან  მინიმუმ 10 წარმომადგენელი;
  • მოწვეული დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ( დარგობრივი მიმართულების შერჩევაზე გადაწყვეტილება მიიღება განსახილველი საკითხებისა  მიხედვით)
  • მოწვეული განათლების ექსპერტები;

4.2  გაფართოებული საბჭო არის სამუშაო ორგანო სადაც ხდება საექთნო სტანდარტების , რეგულაციების  საგანმანათლებლო პროგრამების, საექთნო  გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება/განხილვა და საბოლოო ფორმატის დოკუმენტის წარდგენა/ ანგარიშგება ორგანიზაციის კაბინეტთან, შემდგომ დამტკიცების მიზნით;

4.3  გაფართოებული საბჭო არის ორგანო სადაც ასევე   მიიღება გადაწყვეტილებები ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან/და კაბინეტის უმრავლესობის მიერ გამოტანილ საკითხზე , პირდაპირი კენჭისყრის წესით, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მიღწევისათვის;

4.4  ორგანიზაციის გაფართოებული საბჭო არ არის მმართველი ორგანო, შესაბამისად მას არ გამოაქვს გადაწყვეტილებები სტრატეგიული ცვლილებების შესახებ;

 

ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მუხლი 7

  1. ექთანთა გაერთიანების წევრი ორგანიზაციები;

5.1    წევრობის  პირობები    ორგანიზაციებისათვის:

  • ორგანიზაცია  ახორციელებს საექთნო  აქტივობებს და  ორიენტირებულია პროფესიის განვითარებაზე;
  • აქტიურად თანამშრომლობს სხვა დარგობრივ ასოციაციებთან;
  • ყავს  ან/და  არ ყავს  წევრები, რაც განსაზღვრული უნდა იყოს წესდებით;
  • წევრობის რეგისტრაციისათვის წარმოადგენს მმართველი ორგანოს/პირის გადაწყვეტილებას;
  • წევრობის რეგისტრაციისათვის წარმოადგენს აქტივობების შესახებ ინფორმაციას;
  • წარმოადგენს ორგანიზაციის  1 ან 2 წევრს , რომელიც იქნება დელეგატი საექთნო გაერთიანებაში და წარმომადგენელი/წევრი  გაერთიანებულ საბჭოში;

5.2  საწევროს   ტარიფი  განსაზღვრულია  ორგანიზაციების აქტივობების,  წევრობის დივიდენდების შესაბამისად  შემუშავებული მომსახურების პაკეტების  მიხედვით  და  რეგისტრაციის პროცესი   რეგულირდება  ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებითა და შინაგანაწესით;

5.3 წევრი ორგანიზაციის მოვალეობები :

  • აქტიური კოლაბორაცია   ექთანთა გაერთიანებასთან და ერთიანი სტანდარტების შემუშავება/დანერგვის ხელშეწყობა;
  • ერთობლივად შემუშავებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სწორად დანერგვა;
  • საექთნო გაერთიანების ძირითადი სტრატეგიის გათვალისწინება და აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით;
  • საწევრო ტარიფის  გადახდა  დადგენილი წესის შესაბამისად;
  • წევრი ორგანიზაციების  გამართული/ეფექტური აქტივობების  ხელშეწყობა და  გლობალური ინტეგრაცია არის ჩვენი გაერთიანების ძირითადი პრიორიტეტი, შესაბამისად  წევრი ორგანიზაციების  მუშაობა სავალდებულოა  ორიენტირ დებოდეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობასა და პროფესიის განვითარებაზე; 

5.4  ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხვა ხდება როდესაც :

· წევრი ორგანიზაციის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებისა და ოფიციალური მომართვის საფუძველზე ;

·  წევრი ორგანიზაცია არ იხდის საწევროს დადგენილი წესის შესაბამისად;

· წევრი ორგანიზაციის აქტივობები ეწინააღმდეგება ექთანთა გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს;

· წევრი ორგანიზაცია  არ ახორციელებს აქტივობებს და არ არის ჩართული პროფესიული განვითარების პროცესებში ,მათ შორის   მისივე  ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით;

· წევრი ორგანიზაციის  , საექთნო გაერთიანებიდან  გარიცხვის საკითხი დგება გამაერთიანებელი  ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ  და განიხილება  გაერთიანებული საბჭოს   სხდომაზე, წესი   რეგულირდება  ორგანიზაცია „საექთნო გაერთიანების“    შინაგანაწესით.

5.5    წევრი ორგანიზაციის უფლებები:

  • წევრი ორგანიზაცია თავისუფალია  საკუთარ აქტივობებში ყველა მიმართულებით;
  • პროექტების დამოუკიდებლად შემუშავება/მართვა ორგანიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
  • დამოუკიდებლად აწარმოებს  შემეცნებით/კვლევითი და სამეცნიერო  საქმიანობას საექთნო მიმართულებით, ერთობლივად შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
  • დამოუკიდებლად ერთვება  საერთაშორისო აქტივობებში;
  • იღებს მონაწილეობას  გაფართოებული  საბჭოს სხდომებში წარმოდგენილი 1 ან 2 დელეგატის წარმოდგენით;
  • გამოითხოვოს/მიიღოს  ორგანიზაცია „საექთნო გაერთიანებიდან“   ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საექთნო პროფესიული განვითარების მიმართულებით ყველა ეტაპზე;
  • ისარგებლოს წევრობით გათვალისწინებული  ყველა დივიდენდით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს/მიიღოს  დამატებითი მხარდაჭერა საექთნო აქტივობების ფარგლებში მისივე ორგანიზაციის განვითარების კუთხით;
  • მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი/საერთაშორისო ეგიდით გამართულ ყველა შემეცნებითი/საინფორმაციო და სამეცნიერო  კონფერენციებში- მარეგულირებელი დებულებისა და შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად - წევრობის ტარიფის მიხედვით რეგისტრირებული მომსახურების პაკეტის  ფარგლებში; 

 

  1. ორგანიზაციის დარგობრივი სექტორი, ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეული:
  • შეიმუშავებს და აწარმოებს პროფესიული განვითარების მიმართულებით, ნაციონალურ და საერთაშორისო პროექტებს , ექთანთა/ბებიაქალთა  გაერთიანების ძირითადი მიზნებისა და ამოცანების მიღწევის მიზნით;
  • აწარმოებს სერვისების მიწოდებას ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • დარგობრივი სექტორის წევრები ერთვებიან „ექთანთა გაერთიანების“  სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში,  წევრობის დივიდენდებისა და  აქტივობების   ფარგლებში;

 

7.  წევრი ექთნები და ბებიაქალები, პირობები:

6.1 წევრობის  პირობები, ექთანთა გაერთიანების დარგობრივი სექტორის  ექთნებისათვის და ბებიაქალებისათვის:

  • ექთანი/ბებიაქალი  იღებს მონაწილეობას პროფესიულ აქტივობებში და  ორიენტირებულია საკუთარი პროფესიული უნარების  განვითარებაზე;
  • არის აქტიური პრაქტიკოსი ან ლიდერი ექთანი/ბებიაქალი კლინიკაში;
  • არის სამკურნალო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და პროფესიული კოლეჯის მე-5 საფეხურის მე-2 კურსის სტუდენტი; 
  • ორგანიზაციაში წევრად რეგისტრაციისთვის წარმოადგენს ცნობას სამუშაო   ადგილიდან (ან სასწავლებლიდან) და/ან  პროფესიულ დიპლომს;

7.2   საწევროს   ტარიფი  განსაზღვრულია    აქტივობების ,  წევრობის დივიდენდების შესაბამისად  შემუშავებული მომსახურების პაკეტების  მიხედვით  და  რეგისტრაციის პროცესი   რეგულირდება  ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებითა და  შინაგანაწესით;

7.3 წევრი ექთნების/ბებიაქალების მოვალეობები :

  • აქტიური კოლაბორაცია   წევრებთან და ჩართულობა  სტანდარტების შემუშავება/დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით, ორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებით და შინაგანაწესით დადგენილი წესის მიხედვით;
  • ორგანიზაციაში შემუშავებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების   დანერგვის პროცესში მონაწილეობა  ორგანიზაციის შინაგანაწესის მიხედვით;
  • საექთნო/ბებიაქალთა გაერთიანების ძირითადი სტრატეგიის გათვალისწინება და აქტიური თანამშრომლობა ამ მიმართულებით;
  • საწევრო ტარიფის  გადახდა  დადგენილი წესის შესაბამისად;
  • წევრი ექთნების/ბებიაქალების პროფესიული უწყვეტი განვითარება და საუკეთესო საექთნო პრაქტიკის დანერგვა კლინიკებში, ორგანიზაციის ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად  წევრი ექთნების/ბებიაქალების აქტივობები    სავალდებულოა  ორიენტირ დებოდეს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობასა და პროფესიის განვითარებაზე;

 

7.4  ექთნებისა და ბებიაქალების  წევრობიდან გარიცხვა ხდება :

· წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;

·  წევრი ექთანი/ბებიაქალი  არ იხდის საწევროს დადგენილი წესის შესაბამისად;

· წევრი ექთნის/ბებიაქალების აქტივობები ეწინააღმდეგება ასოციაციის  მიზნებსა და ამოცანებს;

· წევრი ექთანი/ბებიაქალი  არ ახორციელებს აქტივობებს და არ არის ჩართული პროფესიული განვითარების პროცესებში;

· წევრი ექთნის   , ასოციაციის წევრობიდან  გარიცხვის საკითხი  დგება ადმინისტრაციული კაბინეტის მიერ და გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

7.5    წევრი ექთნის/ბებიაქალის უფლებები:

  • პროექტების დამოუკიდებლად შემუშავება /წარდგენა  და პროექტის განხორციელების კოორდინირება ორგანიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
  • ჩართულია  შემეცნებით/კვლევითი და სამეცნიერო  საქმიანობაში  საექთნო/ბებიაქალთა აქტივობების  მიმართულებით; 
  • იღებს მონაწილეობას  კონფერენციებზე წევრობის შერჩეული და რეგისტრირებული პაკეტის შესაბამისად;  
  • შეუძლია გამოითხოვოს/მიიღოს  ასოციაციიდან    ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საექთნო/ბებიაქალთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ;  ისარგებლოს წევრობით გათვალისწინებული  ყველა დივიდენდით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს/მიიღოს  დამატებითი მხარდაჭერა საექთნო/ბებიაქალთა აქტივობების ფარგლებში მისივე პროფესიული განვითარების კუთხით;
  • მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი/საერთაშორისო ეგიდით გამართულ ყველა შემეცნებითი/საინფორმაციო და სამეცნიერო  კონფერენციებში- შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად - წევრობის ტარიფის მიხედვით რეგისტრირებული მომსახურების პაკეტის  ფარგლებში; 

 

ა(ა) იპ საქართველოს ექთანთა   გაერთიანება

ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი:                                                             ი. გელენიძე