საჯარო სექტორის პერსონალისა და მომხმარებლების ქცევის კონტროლი, რეკომენდაციების სწორი გამოყენების სწავლება/დანერგვა სამუშაო გარემოში, ინფიცირების რისკების შემცირებისა და შემდგომი გართულებების აცილების მიზნით;
პროექტის აქტუალურობას განსაზღვრავს:
საზოგადოების წარმომადგენელთა მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პასუხისმგებლობების წინ წამოწევის საჭიროება;
ინფიცირების რისკების სწრაფი შემცირების საჭიროება პრე-ჰოსპიტალურ ეტაპზე;
ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსის თავიდან აცილებისა და სწრაფი, დროული და ეფექტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საჭიროება;
საზოგადოების განათლების დონის ამაღლება, საგანგებო სიტუაციებში ქმედებების სწორი დაგეგმვა/დანერგვის მეთოდების შემუშავების საჭიროება, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, საყოფაცხოვრებო პირობებში;
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში და მსოფლიოს გამოცდილების გაზიარების აუცილებლობა;
პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი:
ექთანთა გაერთიანება ;
საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაცია;
პროექტის დეტალები:
პროექტის ამოცანები:
ზოგადი ამოცანები:
COVID 19 -ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გატარება არა ჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ სექტორებში - სამუშაო ეტაპზე , საზოგადოების ქცევის კონტროლი;
პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციებში ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსის პრევენცია, დაინფიცირების რისკების /შემთხვევების შემცირება;
რესურსების სწორი ( ეფექტური და მიზნობრივი) გამოყენების სწავლება;
კონკრეტული ამოცანები:
არა ჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ სექტორებში პერსონალისა და მომხმარებლების ქცევის კონტროლი (ინფექციის კონტროლის კონსულტანტი/ინსპექტორის მუშაობის პრაქტიკაში დანერგვა): საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფარმაცევტული კომპანიები/აფთიაქები, სატრანსპორტო საშუალებები, მინი მარკეტები და სუპერმარკეტები, საბანკო და მიკრო საფინანსო დაწესებულებები, და საჯარო და კერძო იურიდიული პირების ოფისები; სამედიცინო დაწესებულებები;
რეკომენდაციების სწორი გამოყენების სწავლება/დანერგვა - პერსონალის გადამზადება/პრაქტიკული ინსტრუქტაჟი;
მომხმარებლების ქცევის კონტროლი: დაწესებულებებში შესვლამდე , დაწესებულებაში , დაწესებულებიდან გასვლის დროს; უწყვეტი პრაქტიკული ინსტრუქტაჟის გაცემა/ვიზუალური თვალსაჩინოებების გამოყენება საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი წარმომადგენლის მოტივირება ჩაერთოს საყოველთაო სწავლება /ინსტრუქტაჟის პროცესში - „ვისწავლო/შევასრულო/ვასწავლო „ პრინციპის გამოყენებით , რაც შეიძლება მეტი საზოგადოების წევრის უსაფრთხოებისათვის;
თითოეული სექტორის სპეციფიკისა და ფუნქციების მიხედვით(საგანმანათლებლო დაწესებულებები, მინი და სუპერმარკეტები , აფთიაქები, სატრანსპორტო საშუალებები) რეკომენდაციების ადაპტირება და პრაქტიკაში გამოყენების წესის შემუშავება/დანერგვა;
ტრიაჟი - სავარაუდო შემთხვევების იდენტიფიცირება(ძირითადი სიმპტომების გამოვლენა) და შეტყობინება;
მონაცემთა ბაზის შექმნა/დამუშავება;
საზოგადოების წარმომადგენელთა მიმღებლობის კვლევა;
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგები, რომლებიც პროექტის განხორციელებას მოჰყვება:
საზოგადოების წარმომადგენელთა სწრაფი დაინფიცირებისა და ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება;
დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება;
საზოგადოების წარმომადგენელთა თვითშეგნების დონის ამაღლება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების წინ წამოწევა;
COVID 19 – ის გართულებებისა და ლეტალური გამოსავლების რისკების შემცირება;
ჰოსპიტალური სექტორის ეფექტური ფუნქციონირების უწყვეტად უზრუნველყოფა, დროისა და რესურსების შეზღუდვის თავიდან აცილება;
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა:
პროექტის ამოცანების მისაღწევადგანსახორციელებელი ძირითადი აქტივობები:
პროფესიულ ორგანიზაციებთან კოლაბორაცია, ერთობლივი ქმედებების/სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა: ეპიდემიოლოგთა ასოციაციის დარგის სპეციალისტთა ჩართვა პროექტის შემუშავება/განხორციელების ეტაპზე;
სექტორების წარმომადგენელთა ინფორმირება/კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევა;
საზოგადოების ინფორმირება - ეფექტური კომუნიკაციის სისტემის შექმნა (ვებგვერდი, საზოგადოებრივი საიტებზე აქტივობები);
ელექტრონული/დისტანციური სამუშაო და საგანმანათლებლო პლატფორმის შემუშავება /დანერგვა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად;
მონაცემთა ბაზის შემუშავება/ანალიზი- შემდგომი აქტივობების სტრატეგიული გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის განსაზღვრა;
WHO და CDC - ის საერთაშორისო და ნაციონალური რეკომენდაციების ადაპტირება- სექტორისათვის განკუთვნილი, კონკრეტული სპეციფიკაზე მორგებული უსაფრთხო ქცევის წესების(პროტოკოლების) შემუშავება;
სახელმწიფო სტრუქტურებთან კოლაბორაცია, ერთობლივი სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით - თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევა;
ჰოსპიტალურ სექტორთან კოლაბორაცია - მიმდინარე მდგომარეობის შეფასება/პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომი თანამშრომლობის შეთანხმების მიღწევა;
მობილური მოხალისეთა დამხმარე ჯგუფების შექმნა ჰოსპიტალური და არა ჰოსპიტალური სექტორებისათვის: ინფექციის კონტროლის კონსულტანტები, პროფესიული დარგის სპეციალისტები(ექთანი, ექიმი,ეპიდემიოლოგი, რეინჯერები, და.ა.შ)
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი:
ადამიანები/ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ სარგებელს მიიღებენ პროექტის განმავლობაში:
არა ჰოსპიტალური სექტორი - საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი სასიცოცხლო ობიექტების გამოყენების ეტაპზე, საბანკო სექტორი, მინი და სუპერმარკეტებში - თანამშრომლები და მომხმარებლები, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლები და მომხმარებლები, სატრანსპორტო საშუალებების (მეტრო, ავტობუსები, რკინიგზა) გამოყენების ეტაპზე -თანამშრომლები და მომხმარებლები;
ჰოსპიტალური სექტორი - სამედიცინო პერსონალი , სამედიცინო სერვისების მომხმარებლები - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და სტაციონარული დაწესებულებები;
საბოლოო ბენეფიციარები/ მოსარგებლეები:
ადამიანები/ჯგუფები რომლებიც პროექტის შედეგად გრძელვადიან სარგებელს მიიღებენ სამიზნე სექტორის ან საზოგადოების მასშტაბით.
არასამედიცინო სექტორი - საზოგადოების რაც შიძლება მეტი რაოდენობა; ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების საფუძველზე;
რეკომენდაციების სწორი გამოყენების წესის დანერგვის საფუძველზე, უსაფრთხო პრაქტიკის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა სამედიცინო და არასამედიცინო სექტორში;
მონაცემთა ბაზის შემუშავებისა და დანერგვის სისტემების პრაქტიკაში განხორციელება. ასევე დისტანციური სამუშაო და საგანმანათლებლო სწავლების დანერგვა: 1.არა ჰოსპიტალური სექტორი -საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბანკო სექტორის დაწესებულებები, სააფთიაქო ქსელი , მარკეტები დ.ა.შ. 2. სამედიცინო დაწესებულებები - პირველადი ჯანდაცვის მიმართულება და სტაციონარული მიმართულება;
სამედიცინო პერსონალის განათლების დონის ამაღლება : ექიმი, ექთანი;
რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის პრაქტიკის დამკვიდრება ჰოსპიტალურ და არა ჰოსპიტალურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობების დროს;
პროექტის ხანგრძლივობა:
საგანგებო მდგომერეობის გათვალისწინებით 3დან -6 თვე
მოთხოვნილი თანხა (ლარში):
ჩვენი მიზანია ქვეყანაში შექმნილი მდგომერეობის შესაბამისად მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დარგის ეფექტური ჩართულობა, COVID 19 ის გავრცელებისა და გართულებების თავიდან აცილების ღონისძიებების ეტაპზე , ასევე მოვახდინოთ ეფექტური კოლაბორაცია სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
სამედიცინო დაწესებულების ექთნებისა და ექიმების უწყვეტი პრაქტიკული ინსტრუქტაჟი უსაფრთხო მუშაობის პროცესის კონტროლი და მხარდაჭერა ჩვენი მთავარი დარგობრივი პრიორიტეტია, შესაბამისად პროფესიული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის წინ წამოწევის მიმართულებით გადასადგმელია სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები რაც თავის მხრივ საჭიროებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორების მხარდაჭერას, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ გავრცელებისა და გართულებების რისკების შემცირება რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი; ამასთან მნიშვნელოვანია თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სარეზერვო რესურსების მობილიზების სტრატეგიული გეგმის შემუშავება - ლოგისტიკური კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით;
ეროვნული გადილიებისა და პროტოკოლების შემუშავება დანერგვა/ შესრულების კონტროლი;