ge en ru
  • ge
  • en
  • ru
ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს ექთანთა  გაერთიანება

ჯანდაცვის სისტემაში მაღალი დონის საექთნო სამსახურზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა ა(ა)იპ „საქართველოს ექთანთა  გაერთიანება“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის წამყვანი სპეციალისტებით, ლიდერი ექთნებით:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები;
  • საექთნო დარგის ექსპერტები;
  • პროფესიული  განათლების ავტორიზაციის ექსპერტები;
  • ექთანი  ტრენერები - მოდულური  პროგრამების  განმახორციელებლები კოლეჯებში;
  • ექთანი  ტრენერები;
  • ექთანი ინსტრუქტორები;
  • საექთნო  მიმართულების  ხელმძღვანელები;
  • აქტიური/მოქმედი  ექთანი მენეჯერები (მთავარი ექთნები);

იგი აერთიანებს გუნდს, რომელებიც ქმნიან ქართულ რეალობაში მომავლის საექთნო სამსახურს.

ჩვენი გუნდის წევრების მონაწილეობითაა შექმნილი:

„პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის“ პროექტის   ფარგლებში  DACUM –ის  მეთოდოლოგიით საექთნო პროფესიული სტანდარტი;

„პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის“ პროექტის   ფარგლებში  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამები და ამ პროგრამების მიხედვით   საექთნო  სახელმძღვანელოები;

გუნდის წევრები ასევე მუშაობენ:

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, აშშ.-ის  დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების (USA CDC) პროექტის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და სრულყოფა გლობალური მასშტაბით: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზეგავლენის ჩამოყალიბება და გაძლიერება“-ს ფარგლებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული გაიდლაინის შექმნაზე.  საქართველოს

ორგანიზაციისმიზანია:

  • საექთნო და ბებიაქალთა პროფესიის პოპულარიზაცია;
  • სამედიცინო დაწესებულებებში საექთნო/ბებიაქალთა საქმიანობის ხარისხის ამაღლება;
  • საექთნო/ბებიაქალთა  უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა.
  • თანამედროვე ტიპის სამედიცინო მომსახურების სისტემის დანერგვა;
  • გლობალური   ინტეგრაციის ხელშეწყობა საექთნო/ბებიაქალთა  პროფესიის განვითარების მიმართულებით;
  • ექთანთა/ბებიაქალთა პროფესიული უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა , საერთაშორისო ურთიერთობების  დანერგვის  ხელშეწყობა.
  • კავკასიის რეგიონში ექთანთა/ბებიაქალთა  გაერთიანება მსოფლიო გლობალური  ინტეგრაციის მიზნით.
  • დარგობრივი განვითარების ხელშეწყობა დარგის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა;
  • შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვის/დანერგვის ხელშეწყობა სამედიცინო დაწესებულებებში.

ორგანზაციისამოცანები:

  • საექთნო/ბებიაქალთა პერსონალის  საქმიანობის განვითარების თანამედროვე კონცეფციის შემუშავება და დანერგვა;
  • ექთნები და ბებიაქალების საქმიანობის პრაქტიკაში დანერგვისა და შემდგომში განვითარების, მისი, როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო დარგის აღიარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებაში;
  • საქართველოში ექთნის და ბებიაქალის პროფესიული საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებისა და ნორმატივების შემუშავება, მათი პრაქტიკაში გამოყენების შედეგად ანალიზი და კონტროლი;
  • საქართველოს თანამედროვე საექთნო და ბებიაქალთა პერსონალის  დიპლომამდელი სწავლის და დიპლომისშემდგომი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა;
  • ექთნების და ბებიაქალების უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა და პრაქტიკულად განხორციელება;
  • ექთნებისა და ბებიაქალების სერთიფიცირება_ლიცენზირების პროცესისათვის მომზადება და მის პრაქტიკულად განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ექთნებისა და ბებიაქალების საქმიანობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, სამუშაოებისა და პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის შემუშავება და კოორდინაცია. საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
  • ექთნების და ბებიაქალების საქმიანობის დარგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა და მათი დანერგვა ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პრაქტიკაში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებება და გლობალური  ინტეგრაცია საექთნო და ბებიაქალების  პროფესიის განვითარების მიმართულებით;
  • საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული   საექთნო და ბებიაქალების  სკოლის დაფუძნება, პროფესიულ ღირებულებებზე ორიენტირებული ექთნებისა და ბებიაქალების  გამოშვება;
  • ადვოკატირება  სახელმწიფო სტრუქტურებთან ,  საექთნო და ბებიაქალების პროფესიული სტანდარტების შემუშავება/ დანერგვის ხელშეწყობა;
  • შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება ჰოსპიტალური სექტორისათვის და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
  • დარგის წარმომადგენელთა პროფესიული უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება/ინი იცრება და დანერგვის პროცესის  ხელშეწყობა;
  • კავკასიის რეგიონალური საექთნო და ბებიაქალთა  გაერთიანების შექმნა.

ა(ა)იპ „საქართველოსექთანთა  გაერთიანება“ და ორგანიზაციის გუნდის წევრები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დარგობრივ ასოციაციებთან და იზიარებენ მათ გამოცდილებას თუ სიახლეებს საექთნო/ბებიაქალთა  საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

დღეისთვის ა(ა)იპ „საქართველოს ექთანთა  გაერთიანება“ საექთნო/ბებიაქალთა   სამსახურის ხარისხის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ შემდეგი სახის სერვისებს:

  • საექთნო/ბებიაქალთა სამსახურის საქმიანობის აუდიტი;
  • საექთნო კლინიკური უნარ-ჩვევების დანერგვა;
  • პოსტდიპლომური მოკლევადიანი და გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამები;
  • საექთნო პერსონალით   უზრუნველყოფა (შერჩევა, მომზადება).
  • დარგობრივ წევრ ორგანიზაციებსა და სექტორებში გაწევრიანების საფუძველზე, უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მომზადებას;

აუდიტორული მომსახურება მოიცავს:

  • კლინიკური საქმიანობის შეფასებას;
  • საექთნო/ბებიაქალთა პერსონალის საგანმანათლებლო ხარისხის შეფასებას;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ადამიანური რესურსის შესაბამისობის შეფასებას;
  • შეფასების საფუძველზე მონაცემთა ანალიზს (პირველადი, შუალედური და საბოლოო).

საექთნო კლინიკური უნარ ჩვევების (საექთნო მტკიცებითი მედიცინა-პროტოკოლები) დანერგვა:

  • ინფექციის კონტროლის ეროვნული გაიდლაინი;
  • ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი;
  • საქართველოში ადაპტირებული საერთაშორისო საექთნო პროცედურები.
  • ICN - საერთაშორისო ექთანთა საბჭოს რეკომენდაციები, საუკეთესო საექთნო პრაქტიკის დანერგვის სახელმძღვანელო( Scope of Nursing Practice and DecisionMaking Framework-- https://www.icn.ch/nursing-policy/regulation-and-education  )
  • ეროვნული საექთნო პროფესიული სტანდარტი (https://www.icn.ch/ )
  • ICN - საერთაშორისო ექთანთა საბჭოს რეკომენდაციები - პროფესიული განვითარების სტრატეგიული  მიდგომები და რეგულაციები;

 (საექთნო საქმიანობის პირველადი შეფასება, პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, მონაცემთა ანალიზი, გაუმჯობესების კოეფიციენტის დათვლა)

სამედიცინო დაწესებულებებისთვის საექთნო პერსონალით  უზრუნველყოფა:

  • ორგანიზაცია ახდენს კლინიკის მოთხოვნების შესაბამისად საექთნო/ბებიაქალთა პერსონალის შერჩევა-მომზადებას და სერტიფიცირებას.

ა(ა)იპ „ საქართველოს ექთანთა   გაერთიანება“  საექთნო პერსონალის კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და პროფესიული განვითარების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით აერთიანებს წევრ პროფესიულ ასოციაციებს და დარგობრივ სექტორებს:

წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს კრიტიკული მედიცინის ექთანთა ასოციაცია;

დარგობრივი სექტორები:

  • ქირურგიის ექთანთა სექტორი;
  • ლიდერ ექთანთა სექტორი;
  • ბებიაქალთა სექტორი;
  • პირველადი ჯანდაცვის ექთანთა სექტორი;
  • ფსიქიატრიის ექთანთა სექტორი;
  • პედიატრიის ექთანთა სექტორი;
  • კრიტიკული მედიცინის/ანესთეზიის ექთანთა სექტორი.
  • გადაუდებელი მედიცინის ექთანთა სექტორი.

და პროფილურად  ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

მოკლე ვადიანი საგანმანათლებლო პროგრამები -50სთ (2 კრედიტი)

  • ლიდერობა და მენეჯმენტი საექთნო საქმეში;
  • ექთანი ინსტრუქტორი;
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა;
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პრეჰოსპიტალურ/ჰოსპიტალურ ეტაპზე;
  • ინტრაოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა(OR);
  • ანესთეზიის ეტაპებზე საექთნო ჩარევები;
  • პირველადი გადაუდებელი დახმარება;
  • უსაფრთხოება და საგანგებომდგომარეობები საექთნო პრაქტიკაში;
  • შინმოვლა;
  • ახალშობილთა რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში - 25სთ(1 კრედიტი);
  • გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა;
  • საექთნო პროცედურები (მტკიცებითი მედიცინა);
  • საუკეთესო საექთნო პრაქტიკა და ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებაში;
  • სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკა;
  • სამედიცინო  დაწესებულების დასუფთავება;
  • საექთნო ფარმაკოლოგიის საფუძვლები, მედიკამენტოზური თერაპია და მედიკამენტების კალკულაცია;
  • ფლებოტომია;
  • ლაბორატორიული საქმიანობის სპეციფიკა;
  • საექთნო ლიდერობა და მენეჯმენტი;
  • ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგია.
  • ინფექციის კონტროლის კონსულტანტი/აუდიტორი;

გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამები -150სთ (6კრედიტი)

  • ჯანდაცვის მენეჯმენტი - კლინიკის ხელმძღვანელი ექთანი
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა (მოზრდილთა);
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა (პედიატრია);
  • კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნეონატოლოგ იური პაციენტის საექთნო მართვა;
  • ინტრაოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა(OR)
  • პალიატიური პაციენტის საექთნო მართვა;
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პრეჰოსპიტალურ/ჰოსპიტალურ ეტაპზე;
  • შინაგანსნეულებათა მიმართულება(ზოგადი ექთანი), პაციენტის საექთნო მართვის კურსი;
  • პერიოპერაციული საექთნო მართვა;
  • ამბულატორიული გინეკოლოგია (ინვიტროს ჩათვლით) საექთნო მართვა;
  • პერინატალური პაციენტის საექთნო მართვა (მუცლადყოფნის 28 კვირიდან ახალშობილის სიცოცხლის მე-7 დღემდე);
  • ანტენატალური საექთნო მართვა (ჩანასახის სიცოცხლის პერიოდი მშობიარობამდე);
  • ფსიქიატრიული პაციენტის საექთნო მართვა.

თვითოეული პროგრამა მოიცავს როგორც სალექციო კურსს, ასევე  პრაქტიკულ ინსტუქტაჟს და თავისუფალ პრაქტიკულ კომპონენტს (მორიგეობას შესაბამის დეპარტამენტში).

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ა(ა)იპ „საქართველოს  ექთანთა გაერთიანების “-ს მიერ გაიცემა  ორენოვანი (ინგლისური და ქართული) სერთიფიკატი.

ფაქტობრივი  მისამართი:

გორგასლის ქ.34.N24

Mob: 591006351

website: http://nof.ge/ge/ ; სოციალური ქსელი https://www.facebook.com/UnionOfNurses

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ციხისძირის II ჩიხი N4ა.

ანგარიშის ნომერი:  GE35BG0000000131305006 , საქართველოს ბანკი

ორგანიზაციის ხელმძღვანელი/აღმასრულებელი დირექტორი:  ია გელენიძე