ge en ru
  • ge
  • en
  • ru

სასტერილიზაციოს ექთნის მუშაობის სპეციფიკა

50 სთ

ხელმძღვანელი: 

 თამარ ლაბაძე

სწავლების ენა: 

 ქართული

პროგრამის მოცულობა: 

 2 კრედიტი - 50 საათი

პროგრამის ღირებულება: 

 300 ლარი
რეგისტრაციის პირველადი შენატანი ღირებულების 50%, დარჩენილი თანხის დაფარვა უნდა მოხდეს პროგრამის დასრულებამდე 3 კალენდარული დღით ადრე.

 

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/ აქტივობები:

  • ლექცია-სემინარები
    • გუნდურიმუშაობა
    • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება 
    • დემონსტრირების მეთოდი 
    • დისკუსიები 
    • დებატები 
    • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა 
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები 
    • როლური თამაში 
    • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება 
    • სიტუაციური ამოცანები 
    • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • კლინიკური პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებაში

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტერილიზაციოს ექთანი, რომელიც შეძლებს ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებაში დეკონტამინაცია, დეზინფექცია, სტერილიზაციის პროცესის მართვას (საექთნო პროცესის მართვა).

სწავლის შედეგი:

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • სტერილიზაციის ძირითადი ასპექტები;
  • სასტერილიზაციოს პერსონალით დაკომპლექტების დონეები;
  • სივრცის დაგეგმვა, ზონირების პრინციპების გათვალისწინებით;
  • იარაღებისა და აღჭურვილობების დეკონტამინაცია, დეზინფექცია-სტერილიზაცია;
  • აღჭურვილობის დაჯგუფებები (კრიტიკული, ნახევრად კრტიკული, არა კრიტიკული;
  • სამედიცინო ინსტრუმენტების დახარისხება;
  • სამედიცინო ინსტრუმენტების შეფუთვა
  • დეზინფექცია-სტერილიზაციის, დოკუმენტაციის წარმოების წესი
  • ინსტრუმენტების დასამუშავებელი აღჭურვილობების   და მანქანების კატეგორიები
  • მექანიკური (მექანიკური მოწყობილობის გამოყენებით)გასუფთვების წესები
  • მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო მოწყობილობების დამუშავების დონეების და სტერილიზაციის მეთოდები
  • ინსტრუმენტების/ სამედიცინო დანიშნულების საგანების ტრანსპორტირების წესების  გამოყენება ადგილიდან სასტერილიზაციოში და პირიქით
  • სტანდარტული უსაფრთხოების ზომების  კომპონენტები არეების გამიჯვნის სტანდარტის შესაბამისად
  • დაავადების გადაცემის ციკლში სტანდარტული უსაფრთხოების ზომების გამოყენების წესი
  • საექთნო  ხელის მოვლის/ჰიგიენის წესე
  • სასტერილიზაციოში საექთნო სამუშაო პროცესის დროს პერსონალური დაცვის  საშუალებების გამოყენების წესი

 

პროგრამის დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული უნარ–ჩვევები:

  • სტერილიზაციის ძირითადი პრინციპების განსაზღვრისა და გამოყენების უნარი
  • სასტერილიზაციოს პერსონალით დაკომპლექტების დონეების განსაზღვრის  უნარი
  • სასტერილიზაციოს სტრუქტურის შემუშავების უნარი
  • სამედიცინო ინსტრუმენტების წინა სასტერილიზაციო დამუშავების უნარი
  • სამედიცინო ინსტრუმენტების დახარისხება და შეფუთვის უნარი
  • დეზინფექცია, ქიმიური სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების უნარი
  • დამუშავებული იარაღებისა და აღჭურვილობების ტრანსპორტირების მეთოდების განსაზღვრის უნარი რეგულაციების შესაბამისად 
  • რეგულაციების შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოების უნარი
  • კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის უნარი;
  • შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების თანახმად პროფესიული საქმიანობის წარმოების უნარი;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ფუნქციის ადექვატური დელეგირების უნარი;
  • კრიზისულ სიტუაციებში დროული და ადექვატური ქმედების უნარი;
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების  უნარი;
  • დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოების სუნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

არჩევითიPDF რეგისტრაცია